ჩემი გვარის გამოკვლევა დავიწყე გენეალოგიური ხით რა თქმა უნდა ხე ჩევქმენი იმ ინფორმაციით რაც თავდაპირველად გამაჩნდა. შემდეგ გამოვიკვლიე ჩემი გვარის ფუძე და მისი წარმოშობის ისტორია. პროექტის დასასრულში ვაპირებ ახალი ინფორმაციის მიხედვით შევადგინო ახალი გენეალოგიური ხე და შევადარო ისინი ერთმანეთს თუ რა შეიცვალა , დაემატა თუ არა ინფორმაცია და ა.შ. გენეალოგიური ხე ასე გამოიყურება.
вторник, 28 января 2014 г.
გვარის ისტორიის შესწავლის წესები
გვარის ისტორიის შესწავლისას დაიცავით
შემდეგი თანმიმდევრობა:
ა) შეისწავლეთ გვარის ფუძე-სიტყვის წარმოება;
ბ) გამოიკვლიეთ, რომელი საუკუნიდან ჩნდება თქვენი გვარი;
გ) ხომ არ არსებობს ამ გვარის სხვადასხვა შტო;
დ) საქართველოს რომელი კუთხიდან იწყება ამ გვარის ოსტორია;
ე) კიდევ რომელ კუთხეებში ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები. გამოიკვლიეთ ამ გვარის სხვადასხვა კუთხეებში გაბნევის მიზეზები;
ვ) ძველ დროში რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ეს გვარი;
ზ) რაიმე საგვარეულო სიმბოლოხომ არ ჰქონდა ამ გვარს, ან ხომ არ აქვს ამჟამად;
თ) ჩაიწერეთ ყველა მოძიებული ინფორმაციის პირველი წყარო, საიდან მოიძიეთ;
ი) სოციალურ ქსელებში მოიძიეთ თქვენი გვარის ადამიანები, გაეცანით მათ, გააცანით თქვენი ჩანაფიქრი და სთხოვეთ დახმარების გაწევა შესაძლებლობების ფაეგლებში;
კ) ჩაინიშნეთ რა ინფორმაცია მოიკვლიეთ მათი დახმარებით;
ლ) იმოგზაურეთ საქართველოსიმ კუთხეებში, სდაც თქვენი გვარის ხალხი ცხოვრობს. მათი დახმარებით მოიძიეთ საინტერესო ისტორიები, როგორც რეალური, ასევე ხალხური გადმოცემები-თქმულებები, ლეგენდები, ლექსები და ა.შ;
მ) მოიძიეთ ფოტომასალა, როგორც თქვენ მოერ გადაღებული, ასევე საოჯახო არქივებიდან. გადაიღეთ ვიდეოები და ასევე მოიძიეთ სხვა ვიდეომასალაც;
ნ) შეისწავლეთ თქვენი გვარის ადათ-წესები, ტრადიციები, რელიგიური რიტუალები, წარმართული წრმოდგენები და ა.შ;
ო)შეისწავლეთ თქვენი გვარის ხუროთმოძღვრული კულტურა-ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები და ა.შ;
პ) შეისწავლეთ თქვენი მშობლიური კუთხის ტოპონიმიკა (გეოგრაფიული მდებარეობა და გეოგრაფიული სახელწოდებების წარმოშობის ისტორიები);
ჟ) თქვენ მიერ მომძადებული მასალა ეტაპობრივად ატვირთეთ ბლოგზე;
რ) ასევე დაწერეთ ხოლმე რეფლექსიები ატვირთულ მასალასთნ ერთად, თუ როგორ მუშაობდით ამ მასალის მოძიებისას სა როგორ ართმევდით თავს სამუშაოს;
среда, 22 января 2014 г.
გვარის ფუძე და წარმოშობის ისტორია
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა ლოდინი.
პაპუნა მოლოდინაშვილი მოიხსენიება ამირბარ გოსტაბაშვილის ყმების
ნუსხაში.
ამავე ძირისაა გვარი მოლოდინი.
საქართველოში 153 მოლოდინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 77,
სიღნაღში – 32, ლაგოდეხში – 22. არიან სხვაგანაც.
120 – მოლოდინი.
120 – მოლოდინი.
გვარი მოლოდინაშვილი ჩნდება ნეთვრამეტე საუკუნიდან. ეს გვარი სათავეს იღებს კახეთისან,
მოლოდინშვილები ცხოვრობენ მხოლოდ კახეთში კერძოდ: ანგარაში, ბოდბისხევში, ვარდისუბანში,
ლაფანყურში, სვიდებში, ადუნიანში, ცოდნისკარში, წნორში და ჯუგაანში.
საძიებელი წყარო
LITERATURA.MCVANE.GE
მე ამ მასალზე ვმუშაობდი ძალიან გულდასმით, ყველა დეტალს ვაქცევდი ყურადღებას.
მუშაობის დასაწყისში შემხვდა რამდენიმე სიძნელე მაგრამ სძნელეების დაძლევაში დამეხმარა ბებია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)