გვარის ისტორიის შესწავლისას დაიცავით
შემდეგი თანმიმდევრობა:
ა) შეისწავლეთ გვარის ფუძე-სიტყვის წარმოება;
ბ) გამოიკვლიეთ, რომელი საუკუნიდან ჩნდება თქვენი გვარი;
გ) ხომ არ არსებობს ამ გვარის სხვადასხვა შტო;
დ) საქართველოს რომელი კუთხიდან იწყება ამ გვარის ოსტორია;
ე) კიდევ რომელ კუთხეებში ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები. გამოიკვლიეთ ამ გვარის სხვადასხვა კუთხეებში გაბნევის მიზეზები;
ვ) ძველ დროში რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ეს გვარი;
ზ) რაიმე საგვარეულო სიმბოლოხომ არ ჰქონდა ამ გვარს, ან ხომ არ აქვს ამჟამად;
თ) ჩაიწერეთ ყველა მოძიებული ინფორმაციის პირველი წყარო, საიდან მოიძიეთ;
ი) სოციალურ ქსელებში მოიძიეთ თქვენი გვარის ადამიანები, გაეცანით მათ, გააცანით თქვენი ჩანაფიქრი და სთხოვეთ დახმარების გაწევა შესაძლებლობების ფაეგლებში;
კ) ჩაინიშნეთ რა ინფორმაცია მოიკვლიეთ მათი დახმარებით;
ლ) იმოგზაურეთ საქართველოსიმ კუთხეებში, სდაც თქვენი გვარის ხალხი ცხოვრობს. მათი დახმარებით მოიძიეთ საინტერესო ისტორიები, როგორც რეალური, ასევე ხალხური გადმოცემები-თქმულებები, ლეგენდები, ლექსები და ა.შ;
მ) მოიძიეთ ფოტომასალა, როგორც თქვენ მოერ გადაღებული, ასევე საოჯახო არქივებიდან. გადაიღეთ ვიდეოები და ასევე მოიძიეთ სხვა ვიდეომასალაც;
ნ) შეისწავლეთ თქვენი გვარის ადათ-წესები, ტრადიციები, რელიგიური რიტუალები, წარმართული წრმოდგენები და ა.შ;
ო)შეისწავლეთ თქვენი გვარის ხუროთმოძღვრული კულტურა-ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები და ა.შ;
პ) შეისწავლეთ თქვენი მშობლიური კუთხის ტოპონიმიკა (გეოგრაფიული მდებარეობა და გეოგრაფიული სახელწოდებების წარმოშობის ისტორიები);
ჟ) თქვენ მიერ მომძადებული მასალა ეტაპობრივად ატვირთეთ ბლოგზე;
რ) ასევე დაწერეთ ხოლმე რეფლექსიები ატვირთულ მასალასთნ ერთად, თუ როგორ მუშაობდით ამ მასალის მოძიებისას სა როგორ ართმევდით თავს სამუშაოს;
Комментариев нет:
Отправить комментарий